სიახლეები
14 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი - „სამედიცინო ტურიზმი, საერთაშორისო ჯანდაცვის სერვისის განვითარება - თურქეთის ჯანდაცვის სისტემის წარმატება“. სემინარი ჩაატარა ჯანდაცვის საერთაშორისო ბიზნესის სპეციალისტმა და ALPHA MEDICAL TOURISM CORPORATION-ის აღმასრულებელმადირექტორმა, ბ-ნ ჰაკან კარაკჩიოღლუმ.
სემინარზე განხილული იყო თურქეთის სამედიცინო ტურიზმის წარმატების გზები,საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პროდუქტების განვითარება და მარკეტინგი.
აღსანიშნავია, რომ დოქტორ ჰაკან კარაკჩიოღლუს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაღალი დონის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკებში სამედიცინოტურიზმის, მარკეტინგისა და ზოგადად ბიზნესის განვითარების მიმართულები.